სოზარ სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

"არ მგონია, ეს აიხსნებოდეს ასეთი კონტრასტით, რომ თითქოს ვინმე აპირებს ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებას ქვეყანაში", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე "ქართული ოცნებიდან" სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის გასვლასთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, გუნდში განსხვავებული შეხედულებები დისკუსიის ფორმატთან დაკავშირებით არსებობდა და არა რომელიმე კონკრეტულ საკითხზე. 

"სოზარ სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად და შესაბამისად, ეს განსხვავებული შეხედულებები, რიტორიკის ფორმატთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ აიხსნებოდეს ასეთი კონტრასტით, რომ თითქოს ვინმე აპირებს ანტიდასავლური კამპანიის გაჩაღებას ქვეყანაში. თითქოს ქართული ოცნების პოზიციის გამხმოვანებლები იქნებიან ოღონდ რასაც ამას "ქართული ოცნება" თვითონ ვერ იტყვის, ეს რა საკვირველია, არასწორია. არასდროს პრობლემა არ ჰქონია "ქართულ ოცნებას", ეთქვა ის, რასაც ფიქრობს. დისკუსიის ფორმაზე იქნება ძირითადად ამ შემთხვევაში აქცენტი, რაც განასხვავებს ჩვენს შეხედულებებს და არა საკუთრივ პოზიციონირებას რომელიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

გუნდში რაიმე სახის უთანხმოებას არ ადასტურებენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. გარემოს დაცვის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რა "ტრიუკებზეა" საუბარი.

"თვითონ დეპუტატებმა გააკეთეს განცხადებები, არანაირ უთანხმოებაზე საუბარი არ არის. მათ გამოთქვეს თავისი მოსაზრება და ამაზე ისაუბრეს, თუ რა მიზნით მიიღეს ეს გადაწყვეტილება... რა ტრიუკებზეა საუბარი არ ვიცი, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე ვთქვი ის განწყობები, რაც ჩვენს მთავრობას აქვს ევროკავშირთან მიმართებაში", - თქვა შამუგიამ.

შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია ქართულ ოცნებიდან და პარტიიდან წავიდნენ და ასევე, საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი