დღეს ეს "მოქალაქეები" თავს დაესხნენ ბადრი ჯაფარიძეს, ყველა გაიშიფრა, ყველა ოცნების დაქირავებულია - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

ცნობილია იმ პირების ვინაობა, ვინც დღეს ყვარელში, "ლელოს" წევრებს და ბადრი ჯაფარიძეს დაესხნენ თავს. ყველა მათგანი "ოცნების" აქტივისტია, ზოგიერთი კი საჯარო სამსახურში დასაქმებული. "ლელოს" წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი თავდამსხმელების ფოტოსურათებს და მათ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

თავდამსხმელები არიან:

  • ბერდია გეზალიშვილი - ქართული ოცნების შტაბის წევრი; დასაქმებულია მელიორაციის სამსახურში, სოფ. ჭიკაანის მიმართულებით;
  • ვანო ხატელიშვილი - ქართული ოცნების შტაბის წევრი;
  • მალხაზ ბეროშვილი "ფაქიზა" - ქართული ოცნების შტაბის წევრი სოფ. გავაზიდან;
  • მევლუდ დათიაშვილი - ქართული ოცნების შტაბის წევრი. სავარაუდოდ მერის წარმომადგენელი სოფ. მთისძირში;

"დღეს ეს 'მოქალაქეები' თავს დაესხნენ ბადრი ჯაფარიძეს...
რისთვის? ოცნების პროპაგანდისტულმა არხებმა რომ ატრიალონ კადრები, როგორ არ უყვარს 'ხალხს' ოპოზიცია. 
ყველა გაიშიფრა, ყველა ოცნების დაქირავებულია-მომავალშიც ყველას ავღრიცხავთ. პასუხსაც აგებთ." წერს სამადაშვილი

შეგახსენებთ, ოპოზიციის წარმომადგენლები და სახალხო მოძრაობის წევრები, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას ხვდებიან და საინფორმაციო კამპანიას ეწევიან საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. არიგებენ ფლაერებს და მოუწოდებენ, 3 ივლისის აქციაზე მისვლისკენ. მათ დღეს ოცნებამ საკუთარი პარტაქტივი დაუპირისპირა ყვარელში, ოზურგეთსა და ზუგდიდში

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი