კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

გამოქვეყნდა:

ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიტანილი იერიშის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი სავარაუდოდ დატოვეს - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.

"ღამის განმავლობაში, კუნძულზე ჩვენი სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების დარტყმების შედეგად, მოწინააღმდეგემ დაჩქარებულად მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია ორი ჩქაროსნული ნავით და დატოვა კუნძული.ამჟამად კუნძული ცეცხლშია გახვეული, არის აფეთქებები." ნათქვამია ინფორმაციაში. 

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ კუნძული ზმეინი რუსებისგან "გასუფთავდა".

"ზმეინზე რუსები აღარ არიან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესანიშნავი ოპერაცია ჩაატარეს." - ნათქვამია ერმაკის განცხადებაში.

ინფორმაცია დაადასტურეს რუსეთშიც, თუმცა საკუთარი ინტერპრეტაციით - შოიგუს უწყებამ ზმეინის დატოვებას "კეთილი ნება" უწოდა.

ზმეინზე ოპერაცია გრძელდება და გაგრძელდება კუნძულის სრულ გათავისუფლებამდე - ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ჯერ კიდევ 23 ივნისს გააკეთა. 

შეგახსენებთ, სწორედ კუნძულ ზმეინის დამცველებმა გაუშვეს რუსული სამხედრო გემი на х*й, ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი