არავის სურს საქართველოს ომში ჩაბმა, ეს დეზინფორმაცია FSB-დან მოდის - კელი დეგნანი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა რუსულ დეზინფორმაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვა არავის სურს. 

მისი თქმით, შტატებისა და ევროპის სურვილია, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი სწრაფად დასრულდეს.

"ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც FSB-ს ხელმძღვანელობიდან მოდის. ამერიკის და ევროპის სურვილია, რომ ეს ომი სწრაფად დასრულდეს. ეს ომი დაიწყო პუტინმა და მასვე შეუძლია მისი დასრულება ერთ დღეში. ამერიკა და ევროპა საქართველოს ეხმარებიან ყველანაირად, რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, რუსეთი ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთმა წაბილწა თქვენი ეკლესიები, როდესაც ისინი ბოსლებად და თავლებად გამოიყენა. როდესაც საუბარია რუსეთზე ან რაიმე სახის ურთიერთობაზე მათთან, საკმარისია მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და იქ ვნახოთ, რა ხდება. თქვენი მეგობრები არიან ამერიკა და ევროპა და ეს არის გზა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა სტაბილურობა და კეთილდღეობა", - თქვა კელი დეგნანმა.

ასევე იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი