
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიტანილი იერიშები კუნძულ ზმეინზე, რის შედეგადაც ოკუპანტებმა კუნძული დატოვეს.
"ვერ გაუძლეს ჩვენი არტილერიის, სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს, ოკუპანტებმა დატოვეს კუნძული ზმეინი.
მადლობას ვუხდი ოდესის ოლქის დამცველებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩვენი ტერიტორიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილის გასათავისუფლებლად. " წერს ზალუჟნი და მადლობას უხდის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის უცხოელ პარტნიორებს, რომელთა გაგზავნილი ტექნიკისა და გამანადგურებლების წყალობით, კუნძული გათავისუფლდა - "მადლობა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას მიწის ყოველი მეტრის დაცვაში და სჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების.
ერთად გამარჯვებამდე!" წერს ზალუჟნი.
შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ, თუმცა რუსეთში ამ ყველაფერს "კეთილი ნება" უწოდეს