"თავისთავად იქნება ევროპა და ყველაფერი... რატო მეპატიჟები აქციაზე?!", "უნამუსოები ხართ და უსინდისოები.... ომი გინდათ! ომიი!", მაგის გულიზა ხართ ჩამოსული ომი რო დეიწყოთ", "მაგის გულიზა ჩამოიყვანეთ მიშა, მარა ვერ ეღირსებით" - ოცნების პარტაქტივი სამტრედიაში ამჯერად გიგი გიგიაძეს დაუპირისპირდა.
ხელისუფლების აგრესიული მხარდამჭერები დიპლომატს და საქართველოს ყოფილ ელჩს დანიის სამეფოში, ქვეყნის "ომში ჩართვის" სურვილში ადანაშაულებენ და სამშობლოს მოღალატეს უწოდებენ.
მათი გაღიზიანება სახალხო მოძრაობის კამპანიამ "შინ ევროპისკენ" გამოიწვია, რომლის ფარგლებში მოძრაობის წევრები საქართველოს რეგიონებში დადიან და ხალხს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან და მოუწოდებენ 3 ივლისის აქციაზე მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივისტებისა და საჯარო სამსახურში დასაქმებულების მობილიზებას და ორგანიზებას კახი კალაძის ნათლული ხელმძღვანელობდა.
ამავე თემაზე: