მომდის ინფორმაცია, რომ "ოცნება" წევრებს საჯარო სამსახურებში ამობილიზებს, რათა სტუდენტებს თავს დაესხან - დიღმელაშვილი

გამოქვეყნდა:

სახალო მოძრაობა "შინ ევროპისკენ" ერთ-ერთი წევრი, შოთა დიღმელაშვილი წერს, რომ იღებს ინფორმაციას "ქართული ოცნების" მიერ საჯარო სამსახურებში პარტიის წევრების მობილიზებაზე. მისი თქმით, სავარაუდოდ, ისინი დედა ენის ბაღში სტუდენტებს უნდა დაესხან თავს. 

შოთა დიღმელაშვილი წერს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება შეხვედრაზე, პროვოკაციის ნაკლები რისკი იქნება, ამიტომ ყველას 16:00 საათზე ადგილზე ეპატიჟება.

"მომდის ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება საჯარო სამსახურებში ამობილიზებს პარტიის წევრებს, რათა დედა ენის ბაღში სტუდენტებს თავს დაესხან. მოგეხსენებათ, დღეს 4 საათზე იქ საჯარო შეხვედრა-დისკუსია გვქონდა დაგეგმილი.

ე.წ. ტიტუშკების მსგავსი მობილიზაცია ვიხილეთ რეგიონებში. პროპაგანდის ამოცანაა სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ევროინტეგრაციის თემაზე არაა ეროვნული კონსენსუსი და არსებობს ორი სხვადასხვა, დაპირისპირებული, თანაბრად ძლიერი სენტიმენტი. ესეც "ფარდის ახდის" კამპანიის შუქშია განსახილველი.

მოკლედ, როგორც იცით "შინ ევროპისკენ" მოქმედებს არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტაქტიკით, შესაბამისად არ ჩაებმება პროპაგანდისტულ სცენებზე დადგმულ სპექტაკლში და ამიტომ მოვუწოდებ პოლიციას დაიცვან საჯარო დისკუსიის მონაწილეები წინასწარ მობილიზებული თავდამსხმელებისგან.

და აგრეთვე, გამოცდილება მეუბნება, რომ რაც უფრო მეტნი ვართ ჩვენ, მით ნაკლები რისკია პროვოკაციები მოხდეს, ამიტომ ყველას გეპატიჟებით ჩვენს მშვიდ დისკუსიაზე. ახლა თუ არ დავიცავით სტუდენტები ჩაგვრისგან, მერე ნუღარ გაგვიკვირდება მათი ნიჰილიზმი. გელით დედა ენის ბაღში 4 საათზე. დროებით", - წერს შოთა დიღმელაშვილი.

ცნობისთვის, მოძრაობის "შინ ევროპისკენ" კამპანია რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა და პარტაქტივის პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრების ჩაშლა დღეს სცადეს ხონში, თელავსა და თბილისში, ხოლო გუშინ ზუგდიდში, ოზურგეთსა და ყვარელში. იხილეთ ასევე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი