ირაკლი ბერაია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები, ირაკლი ბერაია და ვლადიმერ ჩაჩიბაია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. მათ სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. დაახლოებით ერთი კვირის წინ "მთვარმა არხმა" ბერაიას ჰკითხა იყო თუ არა ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან და იცოდა თუ არა იქ არსებული სიტუაცია. მაშინ დეპუტატმა კითხვებს არ უპასუხა, მოგვიანებით ჩვენ გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა.

ინფორმაცია ვზიიტის შესახებ პარლამენტმა გაავრცელა.

"ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით ენახათ ის უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს და მათ თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. სტუმრები გაეცნენ თუ რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე უწევს ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფრთხეების და პრობლემების დაძლევისთვის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, აუცილებელია პირველ ყოვლისა ალიანსის შემდგომი გაფართოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია", - თქვა ირაკლი ბერაიამ. 

უწყების ცნობით, სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან, ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი