ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა - მგალობლიშვილი ვატო წერეთელზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის საელჩოში, დიპლომატიური უწყების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე "ტვ პირველის" დამფუძნებელ ვატო წერეთელზე თავდასხმას დეპუტატი ლევან მგალობლიშვილიც "ადეკვატურ პასუხს" უწოდებს. 

"ქართული ოცნების" წევრების, ანრი ოხანაშვილისა და ირაკლი ზარქუას მსგავსად, ისიც იმეორებს, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას ვატო წერეთლის მხრიდან.

"როგორ ფიქრობთ თქვენ, რომ ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი?! ეს ხომ აბსურდია, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იქ მომხდარიყო პროვოკაცია, ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ასეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა", - თქვა ლევან მგალობლიშვილმა. 

ცნობისთვის, შემთხვევა აშშ-ს საელჩოში 30 ივნისს მოხდა. "ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ, ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა კი მას ხელი დაარტყეს. წერეთელი ინციდენტის მონაწილეებად ასევე ასახელებს ირაკლი ზარუასა და ბექა ოდიშარიას.

ვატო წერეთელი და "ტვ პირველი" ითხოვს მომხდარის ამსახველი კადრები საელჩომ გაასაჯაროოს. აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ ინფორმაციას სწავლობენ. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი