"დღეს რუსთაველზე იდგება ღირსეული, თავისუფალი ქართველი ერი" - აქციას რეგიონებიდან უერთდებიან

გამოქვეყნდა:

თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან. დედაქალაქისკენ სხვადასხვა ქალაქებიდან ავტომობილების კოლონები უკვე დაიძრნენ.

მოქალაქეების თქმით, თბილისში ჩამოდიან იმისთვის, რომ საქართველომ ევროპული მომავალი საბოლოოდ არ დაკარგოს.

"ვიკრიბებით, მივდივართ თბილისში, რუსთაველზე. ძალიან ბევრი ადამიანი თავისი სახსრებით წამოვიდა და მინდა გითხრათ, რომ რეგიონებიდან ჩამოვა დიდძალი რაოდენობა. დღეს, საღამოს 8 საათზე, იქ იდგება ქართველი ერი, ღირსეული, თავისუფალი და თავის გადასარჩენად მზადყოფნაში მყოფი", - თქვა ირმა გორდელაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი