დონბასისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა - უკრაინის თავდაცვის სპიკერი

გამოქვეყნდა:

მოსკოვის მტკიცების მიუხედავად, ქალაქი ლისიჩანსკი არ არის რუსული ჯარების სრული კონტროლის ქვეშ - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი. იური საკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს და ამბობს, რომ ქალაქში ვითარება დაძაბულია.

„უკრაინელებისთვის ადამიანის სიცოცხლე არის მთავარი პრიორიტეტი, ამიტომ ხანდახან შეგვიძლია გარკვეული ტერიტორიებიდან უკან დახევა, რათა მომავალში ისევ დავიბრუნოთ“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა BBC-ის

გარდა ამისა, იური საკი ამბობს, რომ დონბასის რეგიონისთვის ბრძოლა  არ დასრულებულა და არც დასრულდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი მთელ ლუგანსკს დაიკავებს.

მისი თქმით, არის „სხვა დიდი ქალაქები დონბასში, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში“, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

„ეს ის ქალაქებია, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სასტიკი სარაკეტო თავდასხმებისა და საარტილერიო დაბომბვის სამიზნეებია, მაგრამ დონბასისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა" - ამბობს თავდაცვის უწყების წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, კრემლის მედიის მტკიცებით, შოიგუმ პუტინს ლუგანსკის "გათავისუფლება" შეატყობინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი