გეგმის სრულად გამხელა, საფრთხეში აგდებს ამ გეგმას - დიღმელაშვილი

გამოქვეყნდა:

"სირცხვილიას" წევრის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებს გეგმას ეტაპობრივად გაუმხელენ, რადგან სრულად გამხელა, საფრთხეში აგდებს ამ გეგმას.  შეკრებილები კი სკანდირებენ და სამოქმედო გეგმას ითხოვენ.

მისივე განცხადებით, გეგმის ერთი ეტაპი რუსთაველზე შეკრებილებისთვის დაახლოებით ნახევარ საათში გახდება ცნობილი. თუმცა, უკვე ცნობილია ის, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი, ის ვისაც სურვილი აქვს, ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაათევს.

"გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, რადგან სრულად გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ეტაპს. ახლა რაც შემიძლია სრულ გეგმაზე გითხრათ, აი, ხვალ დილით, ხომ არის ეროვნული გამოცდები, ხოდა, ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ჩავაბაროთ აქაც - დავრჩეთ აქ დილამდე, გავათენოთ ღამე და გზაში გეტყვით, როგორ მივაღწევთ შედეგს...მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ მერე შეიძლება ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში", - თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა მთავარ მოთხოვნაზე - ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაზე. მისი თქმით, ასეთი მთავრობა ნიშნავს, რომ ის დაკომპლექტდება სრული კონსენსუსის პრინციპით, რაც ავტომატურად აგვარებს 2 პუნქტს - დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციას. ამის შემდეგ კი შეიძლება მუშაობის დაწყება ევროკომისიის სხვა მოთხოვნებზე კანდიდატის სტატუსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი