"ქართული ოცნების" წევრი, დიტო სამხარაძე აქციის მონაწილეების მიმართ მისივე გინებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს - " ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის".
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია", - წერს დიტო სამხარაძე.
სამხარაძემ, გუშინ, 3 ივლისს ქართული ოცნების ოფისიდან "შინ ევროპისკენ" აქციის მონაწილეებს აგინა. მანამდე მან Facebook-ზე დაწერა, რომ აქციის მონაწილეებს ერეკლე მეორის მოედანზე ელოდებოდა და საკუთარ მოქალაქეებს დაემუქრა. სამხარაძემ აგინა აქციის მონაწილეებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ვიდეო, უხამს ლექსიკას შეიცავს. ოცნების დეპუტატმა იცის, რომ გინების დროს მას უღებენ.
ამავე თემაზე: