ქუთაისში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს - მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს მკვლელობაში ბრალდებულ დავით ცერცვაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატის, გელა სიორდია ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენებაზე თანახმაა.

ქუთაისში 36 წლის თინათინ ტურაბელიძე ნაქირავებ ბინაში 1-ელ ივლისს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ქალი შვილთან ერთად ცხოვრობდა. პოლიცია მეზობლებმა ყვირილის ხმაზე გამოიძახეს. ყოფილი ქმარი პოლიციამ ბინაშივე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი