6 გარდაცვლილი, 20-ზე მეტი დაჭრილი - ჩიკაგოში, 4 ივლისისადმი მიძღვნილ აღლუმზე სროლის გამო 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე 6 ადამიანი მოკლა. სროლის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

შემთხვევა 4 ივლისს, ჩიკაგოს გარეუბანში, დამოუკიდებლობის დღის აღლუმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. თავდაპირველად თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. 

დაკავებული 22 წლის რობერტ კრიმოა, მას ბრალი ჯერჯერობით არ წარდგენია. უცნობია თავდასხმის მოტივიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი