საკუთარი მოქალაქეების გინების გამართლება და ქართული ოცნების ახალი კამპანია დიტო სამხარაძის დასაცავად - 3 ივლისის აქციის მონაწილეებისა და მესამე პრეზიდენტის მაგინებელ დეპუტატს, სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით, მხარდამჭერ პოსტებს უძღვნიან. მიმართვის ავტორები კი შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები არიან.
ისინი სამხარაძეს "ღირსეულ ქართველად" მოიხსენიებენ და თვლიან, რომ სამხარაძის საქციელი საგანგაშო არ არის და ის გინების დროს, აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სამხარაძის მადიდებლების ნაწილი კომენტარს არ აკეთებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ სამხარაძე "მეგობარი კაცია" და რომ მესამე პრეზიდენტმა "ბევრი ცუდი რაღაც ჩაიდინა", გინებით კი მისი თქმით, ნიკა გვარამიაც იგინებოდა - "კერძო კომპანიის დღეს არის, მაგრამ გუშინ რომ მინისტრი იყო?" - ასეთია დავით რაზმაძის ახსნა.
იხილეთ ასევე: