200 ლიკვიდირებული და 300 დაჭრილი რუსი - უკრაინამ ოკუპირებულ მელიტოპოლში, რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, მტრის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ოკუპანტი განადგურდა და 300-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, განადგურებულია საწვავისა და საბრძოლო მასალის საწყობები, ასევე მიმდებარე შენობები.

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, მელიტოპოლში, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე იერიში 3 ივლისს მიიტანეს

ფედოროვმა ამავე დღეს განაცხადა, რომ მელიტოპოლის აეროდრომი, როგორც ოკუპანტების სამხედრო ბაზა, აღარ არსებობდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი