ეკონომიკის სამინისტრო იმ ადამიანების პრეტენზიებს ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ "აირზენას" ავიარეისებზე ბილეთები შეიძინეს, თუმცა ფრენები გაუქმდა და ბილეთის ფულიც ვერ დაიბრუნეს.
ნათია თურნავა აფრთხილებს მოქალაქეებს, ბილეთები მხოლოდ იმ რეისებზე შეიძინონ, რომელიც შეთანხმებულია, განრიგი კი ოფიციალურად არის გამოქვეყნებული სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზე.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ "აირზენა" ყიდის ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ისე, რომ ეს ჩვენთან არ არის შეთანხმებული და ჩვენს საიტზე არ ფიგურირებს ეს მიმართულებები... მოვუწოდებ ავიაკომპანია "აირზენას" შეწყვიტოს ესეთი შეუთანხმებელი ქმედებები, ასევე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქერებს, რომ შეიძინონ ბილეთები მხოლოდ ჩვენთან შეთანხმებულ რეისებზე, - განმარტავს თურნავა.