"ალტ ინფოსთან" შედარებით მეტობის ნიშანს ვსვამ ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, არავითარი ტოლობა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრორუსულ, ჰომოფობიურ და ძალადობრივ "ალტ ინფოსა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის მეტობის ნიშანს ენმ-ს სასარგებლოდ სვამს. მისი აზრით, როდესაც მოძალადე ჯგუფებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ენმ გვახსენდება.

"როდესაც საქმე ეხება მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ძალადობენ წლების მანძილზე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გვახსენდება ჩვენ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც 9 წლის განმავლობაში ძალადობდა ხალხზე ბიზნესის რეკეტის ფორმით, პატიმრების გაუპატიურებისა და წამების ფორმით და რომელიც საზოგადოებაზე ძალადობას აგრძელებს ახლაც ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის ძალადობა, რასაც ისინი მუდმივად ცდილობენ. მეტობის ნიშანს ვსვამ ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, არავითარი ტოლობის ნიშანი. ნაცმოძრაობაზე მეტი რუსი არავინ არ არის საქართველოში იმიტომ, რომ 20% რუსეთს ჩააბარა არა ალტ ინფომ, არამედ ნაცმოძრაობამ და სტრატეგიული ობიექტები რუსეთს ჩააბარა არა ალტ ინფომ, არამედ ნაცმოძრაობამ, შესაბამისად, ნაცმოძრაობაზე მეტი რუსი, საქართველოში, ბუნებრივია, არავინ არ არის", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, "ალტ ინფო" პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფია. ისინი პირდაპირ ავრცელებენ ძალადობრივ მოწოდებებს, აორგანიზებენ აქციებს, ხევენ ევროკავშირისა და ელგბტ დროშებს. "ალტ ინფოს" ორგანიზებული იყო 5 ივლისის აქცია, რომლის დროსაც 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ. რადიკალური ჯგუფები ასევე "თბილისი პრაიდის" ოფისში შეიჭრნენ, სცადეს მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისის დარბევაც. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი