პაპუაშვილთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობაც" არ დაესწრება

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციიდან არც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაესწრება. შეხვედრა ხვალაა დაგეგმილი, მას არც "სტრატეგია აღმაშენებელი" და არც "ლელო" არ შეუერთდებიან.

"რა თქმა უნდა, პაპუაშვილის შეხვედრას ხვალ ჩვენ არ დავესწრებით. ძალიან მარტივია ყველაფერი, აგერ დევს დოკუმენტები, რომელიც არის ასევე იმ 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი, ამ შემთხვევაში პარლამენტს და ბატონ თავმჯდომარეს პაპუაშვილს, შეუძლია მოიწვიოს პარლამენტის სხდომა და დაიწყოს ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებით და ა.შ", - თქვა გიორგი ბოტკოველმა. 

ოპოზიციური პარტიები ამ წუთებში პარლამენტში შეხვედრას მართავენ, სადაც იმ გეგმაზე იმსჯელებენ, რომელსაც მმართველ გუნდს შესთავაზებენ. გეგმა ევროკომისიისგან მიღებული 12 პუნქტის შესრულებას ეხება.

პარტია "საქართველოსთვის" გეგმავს შალვა პაპუაშვილთან შეხვედრას დაესწროს, ხოლო "რესპუბლიკური პარტიის" პასუხი ჯერ ცნობილი არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი