თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ არ აპირებს დატოვოს თანამდებობა. ჯონსონს გადადგომისკენ მისი კაბინეტის მინისტრები მოუწოდებენ.
ჯონსონის თქმით, მას სურს გააგრძელოს ფოკუსირება "ქვეყნის წინაშე არსებულ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე".
ცნობისთვის, ჯანდაცვის მდივანისა და ფინანსთა მინისტრის შემდეგ თანამდებობა არაერთმა მინისტრმა და მათმა თანაშემწემ დატოვა. ამ დროისთვის, მათი რიცხვი 38-ა.