სამშაბათს ბრიტანეთში ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავადმა თქვა, რომ მას არ შეუძლია "კეთილი სინდისით" მუშაობის გაგრძელება, ხოლო ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ხალხი "მართებულად მოელის, რომ ხელისუფლება სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად წარიმართოს".
მინისტრების გადადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვეს ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კიდევ რამდენიმე შედარებით დაბალი რანგის მაღალჩინოსნებმაც.
ბორის ჯონსონმა კანცლერად და ფინანსთა მინისტრად ნადიმ ზაჰავი დანიშნა, ჯანდაცვის მდივნად კი სტივ ბარკლეი. The Guardian წერს, რომ ამ ნაბიჯით სანდოობა შეირყა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაჰავი დაიმქურა თანამდებობიდან წასვლით, თუ ის ლიზ ტრასის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრად არ დაინიშნება.
მედია წერს, რომ მომავალ კვირას 1922 წლის აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნები, სავარაუდოდ, გააძლიერებს აჯანყებულებს.
ბორის ჯონსონის პრერემიერმინისტრობა ბოლო რამდენიმე თევა სკანდალებისა და გადაცდომების სერიებში იყო ჩაფლული. პრემიერი პოლიციამ დააჯარიმა კორონავირუსის შეზღუდვების გამო მიღებული კანონების დარღვევის გამო.
ასევე იყო დეპუტატის უიღბლო დაცვა, რომელმაც დაარღვია ლობისტური წესები და კრიტიკა იმაზე, რომ მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ბევრი ბრიტანელი იბრძვის გაუმკლავდეს საწვავისა და საკვების გაზრდილ ფასებს.