აშშ-ში "ოცნების" მთავრობისადმი ნდობა შერყეულია - შეფასებები მალენის სტატიაზე

გამოქვეყნდა:

8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად უნდა შესრულდეს - წერია ამერიკელი კონგრესმენის მარკვეინ მალენის სტატიაში. ოპოზიციისთვის კონგრესმენის ეს პოზიცია მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბოლო პერიოდში მისი აქტიურობა აჩვენებს, რომ კონგრესმენი კარგად იცნობს საქართველოში არსებულ სიტუაციას. 

რუსული გავლენების გატარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უკვე მრავალი წელია რუსული პროპაგანდის გავლენების გაზრდით ატარებს და მეორე, ეს არის დასავლეთის და ამერიკული ინტერესების პრაქტიკულად განდევნა და შევიწროვება საქართველოში, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე. 

მისი თქმით, სანქციების პაკეტში შევა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესები, არამედ ყველა ის ადამიანიც, ვინც რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გავლენას უწყობს ხელს. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ აზრი, რომ ივანიშვილს სარგებელი მოაქვს პუტინის ხელისუფლებისთვის, უკვე ძალიან გავრცელებულია. 

ზოგი მეგობარი საქართველოსი, როგორც კონგრესმენი მალენი, ამას ღიად ამბობს, ზოგი შედარებით დიპლომატიურად, ზოგი არ ამბობს, მაგრამ ვაშინგტონში, შეერთებული შტატების კონგრესში, ეს აზრი არის ძალიან გავრცელებული უკვე, - აცხადებს კანდელაკი.  

"ქართული ოცნება" მარკვეინ მალენს "ფრონტერას" ლობისტად მოიხსენიებს და მიიჩნევს, რომ მისი შენიშვნები გასათვალისწინებელი არ არის. 

რაც შეეხება მალენის განცხადებას, არის კვლავ ფრონტერას თემა, კვლავ ის საკითხებია წამოწეული, რომელიც რადიკალურად განსხვავდება და საპირისპირო მიმართულებით მიდის, უპირისპირდება იმ დამოკიდებულებას, რასაც აშშ-ს სახელმწიფო გამოხატავს საქართველოსადმი, ხელისუფლებისადმი და იმ დიდი მხარდაჭერის და უპრეცეტენტო თანამშრომლობის რეალობისგან, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი. 

ექსპერტთა თქმით, საერთაშორისო კრიტიკის ასეთი ნიაღვარი ჯერ ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ მიუღია, რაც ნიშნავს, რომ ვაშინგტონში ქართული მთავრობის ხელისუფლების მიმართ დამოუკიდებულება დიდი ხანია შეიცვალა. 

თავად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ივანიშვილი არ არის შემთხვევითი პროექტი, ივანიშვილი არ არის შემთხვევით გამეფებული პირი, არამედ ის არის პუტინის მოკავშირე და მისი პროექტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დიაგნოზი, როემლიც დასავლეთმა დასვა და ამის შემდეგ ნაბიჯების წინასწარ გამოთვლა რთული არ არის, - ამბობს პოლიტიკური ფონდის "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე.

აღსანიშნავია, რომ მალენი დიდ ადგილს უთმობს თავის სტატიაში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხს, რომლის დროსაც მთავრობის დანაპირები რამდენჯერმე არ შესრულდა და ხაზს უსვამს, რომ ამის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლებისადმი ნდობა შერყეულია.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი