ივანიშვილის რუსული მილიარდები ქართულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის - კონგრესმენ მალენის სტატია

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის რუსული მილიარდები და ხელისუფლების სათავეში მოსვლის პუტინური სცენარზე, რომელიც ქართულ დემოკრატიას საფრთხეს უქმნის - საქართველოს ხელისუფლებაში რუსული კვალის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი სკანდალურ წერილს აქვეყნებს.

"შეერთებული შტატები თავისუფლებისთვის ბრძოლაში საქართველოს გვერდით უნდა დაუდგეს" - ამ სათაურით სტატიას კონგრესმენი მარკვეინ მალენი გამოცემა "ჰილსის" მეშვეობით აქვეყნებს. იგი ღიად წერს, რომ რუსეთში განსწავლული ოლიგარქი ბიძინა ივანიშივლი, რომელიც საქართველოს აკონტროლებს, რუსული გავლენის ქვეშ არის. მან კორუფციული გზით ნაშოვნი მილიარდებით ქართული ოცნება ხელისულების სათავეში რუსული სცენარით მოიყვანა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული პროგრესისთვის საფრთხეს წამოადგენს.

მარკვეინ მალენი ე.წ. სანქციების კანონპროექტის ინიციატორ კონგრესმენთა შორის ერთ-ერთია. ის ღიად აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების ხარჯზე რუსული ინტერესების ლობირება ხდება და ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა. ამერიკის უსაფრთხოების დოკუმენტს, რომელშიც ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ არის გამოცხადებული, ხელს მალენიც აწერს. გამოცემა ჰილსს ყველა კონგრესმენი ეცნობა და იქ გამოქვეყნებული სტატია აშშ-ში საქართველოს ირგვლივ არსებულ განწყობას კარგად გამოხატავს. 

ვლადიმერ პუტინი და მისი გავლენები დემოკრატიისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება, არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამის მაგალითია საქართველო, რომელიც რუსეთში განსწავლილი ოლიგარქის მიერ კონტროლდება და ვინც კორუფციაში ჩაფლული რუსული მრეწველობით მილიარდები იშოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოულოდნელად და სწრაფად დატოვა 2013 წელს პრემიერ მინისტრის თანამდებობა, ის ხელისუფლების დე ფაქტო მმართველად რჩება დღემდე. "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ მიცემული დაპირება დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა გასულ შემოდგომას "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი სიტყვა უკან წაიღო, რაც აქციების და საპროტესტო გამოსვლების საბაბი გახდა. 8 მარტს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს, თუმცა ამ შეთანხმების შესრულება ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან გასაკეთებელი კიდევ ბევრია, - ვკითხულობთ სტატიაში. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი