გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას აბსურდს უწოდებს. საქმე ეხება დღევანდელი ბრიფინგის თემას, რომ "ოცნება" საარჩევნო ბარიერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწევს, თუ დეკემბერში ევროკავშირი ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მისცემს:
"ნისია სხვისია, ურბანული გამონათქვამია და ამხელა კაცმა როგორ არ იცის, რომ ამხელა ინსტიტუტს ესე რომ ესაუბრები აზრი არ აქვს. ჯერ ერთი, არც ესაუბრებოდა იმათ, გადმოუგდო საკუთარ ამომრჩეველ ის სფიჩი, არ მგონია ვინმეს სერიოზულად მოესმინა რაც იქ ხდებოდა." ამბობს ცოტნე კობერიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში"