როგორ იმოქმედებს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე ბორის ჯონსონის გადადგომა | Reuters

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა, ჩნდება კითხვა, როგორ იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე ეს ფაქტი. ამ საკითხზე გამოცემა Reuters ვრცელ სტატიას აქვეყნებს. 

გამოცემა წერს, რომ ჯონსონის გადადგომა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში გაურკვევლობას კიდევ უფრო აძლიერებს მით უფრო მაშინ, როცა ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლის, რეცესიის რისკისა და ბრექსიტის გამო ის ისედაც გაურკვეველია. 

"ბრძოლა ჯონსონის შემცვლელად დანიშვნაზე, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ ხუთშაბათს განაცხადა, შეიძლება კვირები გაგრძელდეს. ეს მსოფლიოს რიგით მეხუთე უმსხვილეს ეკონომიკას რისკის ქვეშ დატოვებს იმ დროს, როცა ფუნტი სტერლინგი დოლართან მიმართებით ორწლიან მინიმუმამდეა დაცემული, ინგლისის ბანკი კი საპროცენტო განაკვეთების ეკონომიკური აქტივობის დაზიანების გარეშე გაზრდის თაობაზე დილემაშია," - წერს Reuters. 

ინფლაცია

ბრიტანეთი ბევრ სხვა ქვეყანაზე მეტად გრძნობს ინფლაციის მაჩვენებლის ზეწოლას, რომელიც 40 წლის მაქსიმუმს, 9,1%-ს აღწევს. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ის წლის ბოლოს 11%-საც კი მიაღწევს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აპრილში განაცხადა, რომ ბრიტანეთს, 2023 წელს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მუდმივი ინფლაცია და ეკონომიკის კიდევ უფრო ნელი ზრდა ემუქრება. 

სტერლინგის ბოლოდროინდელი გაუფასურება კი ინფლაციურ ზეწოლას დაემატა, თუმცა, კონსერვატიული პარტიის ბედის გასამყარებლად, სახელმწიფო ხარჯების გაზრდისა და გადასახადების შემცირების პერსპექტივამ ხუთშაბათს ფუნტი ოდნავ გაამყარა კიდეც. 

მაგრამ, ბორის ჯონსონის ჩამნაცვლებელს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ის, რომ გლობალური ენერგეტიკა და სურსათის გაძვირება აინაზღაუროს. 

ფისკალური პოლიტიკა

ვინს ბორის ჯონსონის პოლიტიკას გააგრძელებს, გადასახადებისა და ხარჯების შესახებ დიდი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რამაც, შესაძლოა, შეამციროს რეცესიის რისკი, მაგრამ ასევე შეიძლება გაზარდოს ინფლაცია. 

როდესაც ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი სამშაბათს თანამდებობიდან გადადგა, თქვა, რომ ის არ ეთანხმებოდა ჯონსონის პოლიტიკას, რომელიც გადასახადების შემცირებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. სუნაკის მცირეხნიანი პრიორიტეტი კი გადადგომამდე ბრიტანეთის ვალის შემსუბუქება იყო, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს 2 ტრილიონ ფუნტს გადააჭარბა. 

შეერთებული შტატების ბანკის, Citi-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერებისგან, პრიტი პატელისა და ლიზ ტრასისგან, რომლებიც ჯონსონის მთავრობაში შს და საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ, შეიძლება მოითხოვონ გადასახადების სწრაფი შემცირება და ხარჯების გაზრდა. სუნაკი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საჯიდ ჯავიდი კი მათი ვარაუდით ფისკალურად ბევრად უფრო ფრთხილები იქნებიან. მათი გადაწყვეტილებების გრძელვადიანი შედეგები მაღალი იქნება. 

BREXIT

უკვე 6 წელზე მეტია, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვებას ხმა მისცა, ლონდონსა და ბრიუსელს შორის კი კვლავ უთანხმოებაა იმის გამო, რომ ჯონსონი დაჟინებით მოითხოვდა წესების გადაწერას, რასაც ის 2019 წელს დათანხმდა, ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებული ვაჭრობის შესახებ. 

ახალი პრემიერმინისტრის პირობებში ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობამ აიძულა ზოგიერთ ეკონომისტს, მიეღო დიდი ბრიტანეთის ექსპორტი და ინვესტიციები, თუმცა საერთო სავაჭრო ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილება, სავარაუდოდ, მოკრძალებული იქნება. გარდა ამისა, ჯონსონის ზოგიერთმა წინამორბედმა ევროკავშირის მიმართ მის საბრძოლო პოზიციას მხარი საჯაროდ დაუჭირა. 

ინგლისის ბანკი

ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები დეკემბრის შემდეგ ხუთჯერ გაზარდა, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი იყო. ამით მან მიანიშნა, რომ ზრდას ისევ გააგრძელებს და ეს, შესაძლოა, აგვისტოს მომდევნო შეხვედრაზე, ნახევარი პროცენტული პუნქტით მოხდეს.

მაგრამ გლობალური ეკონომიკური შენელების რისკმა, ცოტა ხნის წინ, ინგლისის ბაკის ასეთ დიდ ნაბიჯზე 
ინვესტორების ფსონები შეამცირა. სიფრთხილის კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა, ბრიტანეთის ფისკალური პოლიტიკის მიმართულების გაურკვევლობა იყოს. 

მეტი პოლიტიკური ქაოსი?

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბრიტანეთის პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მღელვარე პერიოდი ჯონსონის წასვლით დასრულდა, ჯერ კიდევ საკითხავია, შეძლებს თუ არა მისი მემკვიდრე სიტუაციის დამშვიდებას. 

კალუმ პიკერინგი, "ბერენბერგის" ანალიტიკოსი ამბობს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება თუ "ჯონსონს გულმოდგინე და სერიოზული პიროვნება" შეცვლის.

Citi-ს ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილები, რომ კონსერვატიული პარტიის სხვადასხვა ფრაქცია მკაფიო სტრატეგიის გარშემო გაერთიანდება.

"მომავალ თვეებში ჩვენ ვხედავთ გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც თაობაში ერთხელ ცხოვრების სტანდარტებს იკლებს, არ აქვს განსაზღვრული სტრატეგია და აწყდება ღრმა სამთავრობო განხეთქილებას. შესაბამისად, პოლიტიკის ღრმა შეცდომის რისკი მნიშვნელოვანია" - აცხადებენ ისინი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი