რიგგარეშე სხდომების მოსაწვევად ოპოზიციური პარტიების ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გეგმავენ. სხდომებზე ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციის შესრულების გზებზე უნდა იმსჯელონ, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი, თუმცა ოპოზიციას და უმრავლესობას სხვადასხვა ხედვა აქვთ. მათ განსხვავებულად ესმით დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
მმართველი გუნდი სხვადასხვა კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, ოპოზიციაში კი ამბობენ, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რისთვისაც ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო. გეგმის შესამუშავებლად ოპოზიცია დღეს სამოქალაქო სექტორს შეხვდება და უმოკლეს დროში გადასადგმელ ნაბიჯებს მათთან ერთად შეიმუშავებს. გეგმის კონკრეტული მონახაზი კი სავარაუდოდ ორშაბათს იქნება ცნობილი.
მმართველ პარტიაში რიგგარეშე სხდომების მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავენ - რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება არ არსებობს - თქვა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მოთხოვნის პასუხად 6 ივლისს.