
იაპონიის ეროვნული მაუწყებლის ინფორმაციით, იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი შინძო აბე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ 67 წლის შინძო აბეს , დღეს დილით, ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს
ეჭვმიტანილი თავდამსხმელი, 40 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
შინძო აბე იაპონიის პრემიერმინისტრი ყველაზე ხანგრძლივი დროით იყო. პირველად პრემიერის პოსტს ის 2006- 2007 წლებში, ხოლო მეორედ 2012- 2020 წლებში იკავებდა. 2020 წელს კი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო თანამდებობიდან გადადგა.