კრემლის დასახმარებლად "ქართული ოცნება" კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. საქართველოს ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს ქართულ ნავთობკომპანიებს რუსული საწვავის იმპორტისთვის. ექსპერტები სვამენ კითხვას - რა მოტივი ამოძრავებს ხელისუფლებას?
სპეციალისტები განმარტავენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე რუსული და სხვა ნავთობის ფასი თანაბარია, და საქართველოს მიერ რუსეთში საწვავის იაფად შეძენა პირდაპირ ნიშნავს კრემლისთვის სანქციების თავიდან არიდებაში დახმარებას.
ამ ინფორმაციის პარალელურად ირკვევა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან იმპორტიორებს რუსეთიდან საქართველოში ათჯერ მეტი საწვავი შემოაქვთ. და ეს კიდევ ერთი ფაქტია, რომელიც ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ნებით საქართველო სულ უფრო მეტად ხდება რუსეთზე დამოკიდებული.