"სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ... ყაველაშვილი ხალხის მიერ არჩეულია" | კობახიძე დეგნანს

გამოქვეყნდა:

როდესაც შენ გეუბნებიან, რომ არის თავდასხმა ევროპარლამენტარებზე და ამ დროს ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს რბილად რომ ვთქვათ, დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელია.- ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხზე დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის წერილზე.

"სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში ადანაშაულებ, მიშა ყაველაშვილი არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარი, ჩვენი კოლეგა და პასუხის ეს ფორმა და არა მარტო ფორმა, შინაარსი, ჩემთვის იყო ძალიან სამწუხარო და დასანანი.

როდესაც ადანაშაულებ დეპუტატს, საქართველოს პარლამენტის წევრს ტყუილებში, ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს უკვე ვთქვი, რომ ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ თან არგუმენტებით, ფოტიგა, კუბილიუსი, გალერი და ა.შ. მართლა გაუგონარ რაღაცეებს ამბობენ ხოლმე და გვიწევს გაკრიტიკება, იგივე რეზოლუცია რომ ავიღოთ, მართლა გაუგონარი რეზოლუცია იყო და გვიწევდა ბუნებრივია გაკრიტიკება, არგუმენტებით ხდება ეს ყველაფერი",- ამბობს კობახიძე. 

კობახიძემ აშშ-ის ელჩი დიპლომატიური სტანდარტების დარღვევაშიც დაადანაშაულა. 

"თვითონ ამ შინაარსში ვერ შევალ, მაგრამ თავისთავად ეს რომ შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, პარლამენტარს, პარლამენტის წევრს, თან მიშა ყაველაშვილს, ამას ცალკე გაუსვამ ხაზს, რომ მართლა გამორჩეულად წესიერი, ღირსეული და პატიოსანი კაცია და ქვეყანა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია, ასეთ კაცს შეურაცხყოფა ისედაც არ ეკუთვნის და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა მართლა ისეთი რამეა, რასაც სჭირდება ყველა პარლამენტარისგან რეაგირება და შინაარსიც არის, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი",- თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ კელი დეგნანს ღია წერილით  მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს მიმართა,რომელშიც ის აცხადებს, რომ ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც მისი [ელჩის] განცხადებები თუ დუმილი. 

აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა ყაველაშვილს და თქვა., რომ ეს იყო "წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე" - თქვა დეგნანმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი