პუტინის მოკავშირე "ნაციონალური მოძრაობაა" - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

პუტინის მოკავშირე არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 20% ტერიტორიები ჩააბარა რუსეთის ფედერაციას - ამის შესახებ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს.

მისი თქმით, ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ქართველმა ხალხმაც კარგად იცის და საერთაშორისო საზოგადოებამაც. 

პუტინის მოკავშირე არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 20% ტერიტორიები ჯერ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას, მერე სტრატეგიული ობიექტები ჩააბარა და შემდეგ 7 წელი ოპოზიციიდან ყველაფერს აკეთებდა, რომ რუსული ინტერესები მაქსიმალურად გატარდეს ამ ქვეყანაში, - აღნიშნავს იგი. 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონგრესმენი მარკვეინ მალენი სრულ ინფორმაციას არ ფლობს და მას კონკრეტული კომპანიების მიმართ აქვს სიმპატიები. 

"ფრონტერა" გააქტიურდა იმის გამო, რომ წააგო არბიტრაჟი ანუ სამართლებრივ დავაში დამარცხდა, შესაბამისად, აქცენტი სამართლებრივი დავიდან და ინვესტიციებიდან გადაიტანა ლობისტებზე. მეტ ფულს ხარჯავს ლობისტებში და ბუნებრივია, დაემატა მალენს კიდევ რამდენიმე კონტრესმენი, - აცხადებს იგი. 

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ადასტურებენ, რომ მარკვეინ მალენის მსგავსად, ამერიკის კონგრესის ბევრი წევრი უკვე ფიქრობს, რომ საქართველომ თავის არჩეულ გეოპოლიტიკურ გზას გადაუხვია. 

მალენი არის კონგრესმენი, რომელიც წლებია ყველაზე კრიტიკულად გამოდიოდა ივანიშვილის მიმართ. მან რამდენჯერმე დააინიცირა რეზოლუცია, რომელიც სანქცირებას გულისხმობდა. ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში იმ პირთა რიცხვი, რომლებიც საქართველოსთან მიმართებაში სერიოზულ კითხვებს სვამს, ეს წრე იზრდება, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი. 

კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, ერთი მხრივ, მიიჩნევს, რომ მალენის მოსაზრება სწორი არ არის, თუმცა მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ ამერიკულ პოლიტიკურ ესტებლიშმენტში საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკა მომძლავრდეს. დეპუტატის თქმით, ამ პრობლემების მოგვარებას მხოლოდ კომუნიკაცია არ ეყოფა და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი