ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

გამოქვეყნდა:

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის ოთხ წევრ ქვეყანას 13 600-ზე მეტი ვაქცინის მარაგი მიეწოდა. 
ესპანეთმა ვაქცინის 5 300 დოზა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს მიიღო. ამავე რაოდენობის მარაგი აქვს გერმანიას, პორტუგალიას - 2 700, ბელგიას კი 340. 

ვაქცინაციის დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 4 ივლისამდე, 59 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის 6 027 შემთხვევაა დადასტურებული, აფრიკის რეგიონში დაიღუპა 3 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი