მარიუპოლის გმირი მცველები და აზოვის პოლკის მეთაურების ტყვედ ჩაბარების შემდეგ, აზოველებზე ინფორმაცია თითქმის აღარ ვრცელდება. რუსულ პროპაგანდისტულ სააგენტოებსაც კი არ უჩვენებიათ სად და რა პირობებში ყავთ სამხედროები რომლებიც 84 დღე მარიუპოლს იცავდნენ.
არაოფიციალური ცნობებით, არაღიარებული დონეცკის რესპუბლიკა მათი სამხედრო ტრიბუნალისთვის ემზადება, თუმცა ამ დრომდე უცნობია სად ყავთ აზოვის გმირი მეთაურები.
ერთ-ერთი ბოლო ცნობით, დენის პროკოპენკო და სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ დახურულ ბაზაზე ყავთ დატყვევებული.
რამდენიმე დღის წინ რუსულმა მედიაში დაიწერა,რომ ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე აზოველებს სამხედრო ტრიბუნალს მოუწყობენ და ბევრ მათგანს სიკვდილით დასჯიან. სწორედ ამისთვის რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული დონბასის რეგიონში კანონი შეცვალეს და სიკვდილით დასჯა აღადგინეს.
უცნობია ცოცხალია თუ არა დავიდი, მეტსახელად ქიმიკოსი. წარმოშობით ქართველი მეომარი, აზოვსტალიდან გამოსვლის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, პირდაპირ ჩეჩნეთში წაიყვანეს. გროზნოს იზოლატორში მისი გადაყვანა კადიროვმა მოითხოვა.
29 ივნისს უკრაინულმა მხარემ 144 სამხედრო ტყვეობიდან გამოიხსნა. მათგან 43 აზოვის პოლკის მებრძოლია. ტყვეობიდან გათავისუფლებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის დღეებს იხსენებენ.
იხილეთ ასევე: