
სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ სოუეტოში მდებარე ერთ-ერთ ბარში, სროლის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის ინფორმაციით, კლუბში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნა. დანაშაულის მოტივი უცნობია. შეიარაღებული პირები ადგილიდან მიიმალნენ.
დაღუპულები სავარაუდოდ, 19-დან 35 წლამდე ასაკის არიან. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.