
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ქვეყნის პრემიერმინისტრობისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის იბრძოლებს.
"მე თავს ვაყენებ წინ, რადგან შემიძლია ლიდერობა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება. მე მაქვს მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ სად უნდა ვიყოთ, ასევე გამოცდილება იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზნამდე", - ვკითხულობთ ტრასის განცხადებაში.
ამჟამად ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. მათი უმეტესობა დაპირებებს გადასახადების შემცირებაზე გასცემს. კანდიდატები პირობას დებენ, რომ შეამცირებს გადასახადებს ფიზიკურ პირებზე, ბიზნესზე ან ორივეზე. არჩევნების პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თანამდებობა გასულ კვირას დატოვა.