თუ რამდენიმემ უნდა იტვირთოს სიმართლე, მინდა, მათ რიგში ვიყო - "ოცნებას" თერჯოლის საკრებულოს წევრიც ტოვებს

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხისა და ჭიათურის საკრებულოს წევრების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და თანამდებობას თერჯოლის საკრებულოს წევრი, ომარ ჯიხვაშვილიც ტოვებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. განცხადებაში ჯიხვაშვილი მხარდაჭერას უცხადებს ოცნებიდან ფორმალურად წასულ დეპუტატებს და აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს აკრიტიკებს.

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო?

ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს!

როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს ცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას", - წერს ჯიხვაშვილი.

დღეს მსგავსი შინაარსის განცხადებები გაავრცელეს ლაგოდეხისა და ჭიათურის საკრებულოს წევრებმაც.

8 ივლისს, მმართველი გუნდიდან ფორმალურად წამოსულმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს წერილი მისწერა, რომელშიც მოუწოდებდა, "ამერიკის იმიჯის დასაცავად" გამიჯვნოდა "ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს".

პასუხად კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით". ელჩმა აღნიშნა, რომ წერილი ბოლომდე არც კი წაუკითხავს. დეგნანის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდეს მოქმედმა და წასულმა დეპუტატებმა. ბოლო რამდენიმე დღეა მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი