სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე NGO-ების ნახევარზე მეტს - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით, არანაირი ანტიდასავლურ კამპანიას "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები არ ატარებენ. მისივე თქმით, სოზარ სუბარს უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული ვიდრე არასამთავრობოების ნახევარზე მეტს.

პაპუაშვილის განცხადებით, საჭიროდ არ თვლის წასული დეპუტატების განცხადებებზე კომენტარები გააკეთოს.

"სასაცილოა, რომ ანტიდასავლურობა დააბრალო სოზარ სუბარს და პროდასავლურობა დააბრალო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს თუ ზოგიერთ სამოქალაქო აქტივისტს. სოზარ სუბარს ამ ქვეყანაში უფრო მეტი ევროპული საქმე აქვს გაკეთებული, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების ნახევარზე მეტს, ასე რომ აქ საუბარი თითქოს რაღაც ანტიდასავლური კამპანია არის სასაცილოა უბრალოდ, ეს არის არასერიოზული", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკეს. მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკს ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. წერილში ის ამბობდა, რომ ვერავითარი "რუსული რბილი ძალა" ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც მისი [ელჩის] განცხადებები თუ დუმილი. 

ყაველაშვილს აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ წერილი სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით. მანვე აღნიშნა, რომ "ოცნების" ყოფილი წევრების ნარატივი, ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი