"დეტალურად გამომკითხა ნიკას მდგომარეობა, მადლიერი ვარ... ასეთი თანადგომა მოულოდნელი იყო" | სოფო ლილუაშვილი მაიკლ გალერის შეხვდა 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი ბრიუსელში
მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. დღეს ის ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის შეხვდა. 

სოფო ლილუაშვილი ამბობს, რომ გალერიმ დეტალურად მიიღო ინფორმაცია ნიკა გვარამიას უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 

"ჩემთვის, როგორც ნიკას მეუღლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ბატონ გალერისთან. მან დეტალურად გამომკითხა ნიკას მდგომარეობა: როგორ ექცევიან მას საპყრობილეში. აქვს თუ არა წვდომა ყველა სერვისთან. გვაქვს თუ არა ოჯახის წევრებსა და მის ადვოკატებს მისი ხშირად მონახულების საშუალება. მე ძალიან მადლიერი ვარ და დღეს მგონია, რომ ევროპის ნაწილი ვარ გარკვეულწილად იმიტომ, რომ ასეთი თანადგომა მართლა მოულოდნელი იყო",- ამბობს სოფო ლილუაშვილი. 

მასთან ერთად ბრიუსელში იმყოფება "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილიც.

მისი პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ცალსახა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჩვენი ევროპული მომავალი დამოკიდებულია სწორედ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე. მან ისაუბრა მოსამართლეების მნიშვნელობაზე, მათ დამოუკიდებლობაზე და ასევე ვისაუბრეთ, რომ პროცესების სააპელაციო ინსტანციაში გადაინაცვლებს და ისინი დააკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამიტომ, ეს შეხვედრა ახლა უფრო იმედისმომცემი იყო ჩვენთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა ნიკას საქმე, ისინი კიდევ დააკვირდებიან ამ საქმის მიმდინარეობას და ალბათ შემდგომ სხვა მომდევნო ეტაპებზე შესაბამის განცხადებებსაც ვიხილავთ, - ამბობს თამთა მურადაშვილი.

ცნობისთვის, შეხვედრები ევროპარლამენტარებთან მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი