გორის მერია გარემოვაჭრეებს დღეს საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში დააჯარიმებს. მოვაჭრეებს გუშინ ვიცე მერი შეხვდა. მოვაჭრეები 3 თვით მუშაობის უფლებას ითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა.
მერის პირველი მოადგილე ამბობს, რომ გარემოვაჭრეებს შესთავაზეს საქმიანობა წმინდაწყლის დასახლებაში, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე გააგრძელონ.
"მაქსიმალურად დავეხმარებით იმისთვის, რომ საქმიანობა გააგრძელონ კანონის ფარგლებში. წმინდაწყლის დასახლებაში, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე მეპატრონესთან კომუნიკაციის შედეგად შევთანხმდით იმაზე, რომ ეს ხალხი იქ გააგრძელებენ ვაჭრობას და ერთი წელი მათ სიმბოლურ ფასად ექნებათ შეღავათი. ჯერ კიდევ 14 ივნისს, გაფრთხილების შედეგად მათ ჰქონდათ ერთი კვირა, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია", - ამბობს გორის მერის პირველი მოადგილე, ნიკა ღვინიაშვილი.
გორში გარევაჭრობა წლებია აკრძალულია თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ მოვაჭრეებს ქუჩაში საქმიანობის უფლებას არჩევნებზე ხმების სანაცვლოდ აძლევდნენ. იხილეთ ასევე: