კომენტარი გააკეთა კვირიკაშვილმა, სრულად ვადასტურებ - ქუმსიშვილი ღარიბაშვილის წერილზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელ წერილს ეხმაურება და ყოფილი პრემიერის განცხადებას იმეორებს: "კომენტარი გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, რასაც სრულად ვადასტურებ", - მხოლოდ ამ შეტყობინებით შემოიფარგლა ქუმსიშვილი მთავარი არხისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

რაც შეეხება მთავარის შეკითხვას, რა მოხდა 2011 წელს და რაში აწყობს ღარიბაშვილს ახლა ეს განცხადებები, ქუმსიშვილმა წერს - "გაურკვეველია".

ცნობისთვის, დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ 2012 წლამდე, "ქართუს" ბევრმა წარმომადგენელმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ქვეყანაც დატოვა. ასეთებად ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილი [ყოფილი პრემიერმინისტრი] და დიმიტრი ქუმსიშვილი [ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დაასახელა], თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "კადრების დეფიციტის" გამო, ბიძინა ივანიშვილმა მათ პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს, ახალ მთავრობაში მიიწვია:

"იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია" - დაწერა ღარიბაშვილმა

ღარიბაშვილის წერილი ვრცლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი