სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობის მაგალითია - პაპუაშვილი მაიკლ გალერის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი  ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ქართულ სასამართლოზე გავლენის მოხდენის "კლასიკური მაგალითია".

"ეს არის კლასიკური მაგალითი სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობისა და მე მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებსაც, თავი შეიკავონ გავლენის მოხდენის მცდელობისგან საქართველოს სასამართლოზე. რა იყო ამ განცხადების სარჩული, რომ ეს კონკრეტული მოსამართლეები, როგორც წესი რაღაც გავლენის ქვეშ არიან და ახლა ამ გადაწყვეტილების დროს თუ ამ პროცესზე გავლენიდან გამოვიდნენ. თავის მხრივ, ეს რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა და დაბრალებაა გავლენების ქვეშ ყოფნისა მოსამართლეების მიმართ და იმავე დროს არის მცდელობა რომ გავლენა მოახდინონ სასამართლოზე, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

"ემსახურეთ სიმართლეს და არა ოლიგარქს; გააკეთეთ ის რაც სამართლიანია და არა ის, რასაც გიბრძანებენ - ამ სიტყვებით ევროპარლამენტარმა მაკლ გალერმა კონკრეტულად იმ მოსამართლეებს მიმართა, ვინც 19 ივლისს ნიკა გვარამიას სააპელაციო სარჩელის განხილვას დაიწყებს. 

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 19 ივლისს ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი