ეს იქნება საცირკო წარმოდგენა, ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ - ღუდუშაური რიგგარეშე სხდომაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური,  ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნაზე ამბობს, რომ არ აპირებენ "საცირკო წარმოდგენის" გამართვას და ბილეთების დარიგებას, რადგან მისივე დასკვნით, რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა და წინაპირობა არ არსებობს.

"თქვენ კარგად გახსოვთ და საზოგადოებამაც კარგად იცის, რა არის რეალურად მათი მიზანი. არასამუშაო პროცესი, თქვენ კარგად იცით და ასევე საზოგადოებას შევახსენებ, რომ რიგგარეშე სხდომაზე არავითარი სამუშაო პროცესი არ იქნება წარმართული გარდა ერთისა, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ, რომ სამუშაო წარვმართოთ იმგვარად, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს, ინკლუზიურად ის განვითარება, რომელსაც ჩვენ ქვეყანას მოვუტანთ ", - ამბობს ღუდუშაური  

შეგახსსენებთ, რომ ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის დანიშვნის  მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და პრეზიდენტს გადაუგზავნის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი