უკრაინა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო, უკრაინა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტი მკაცრად გმობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას.

"კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას განიხილავს, როგორც ფხენიანის მცდელობას შელახოს უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის კონსტიტუციის, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევად." აცხადებს უწყება.

ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით კი, რუსეთს მეტი მოკავშირე აღარ დარჩა:

"რუსეთს მსოფლიოში მეტი მოკავშირე არ ჰყავს, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც მასზე ფინანსურად და პოლიტიკურად არიან დამოკიდებულნი. და რუსეთის ფედერაციის იზოლაციის დონე მალე მიაღწევს ჩრდილოეთ კორეის იზოლაციის დონეს. უკრაინა გააგრძელებს მაქსიმალურად მკაცრ რეაქციას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს უკრაინამ სირიასთანაც გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა დონბასის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო.

ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა კი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი