"არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს" - ამის შესახებ ქართული ოცნების წევრი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში ამბობს.
კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ერთ რამეს. კანდიდატის სტატუსი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკურად ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა ერთი რამ არის აქ საინტერესო, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს, - ამბობს კობახიძე.