"ეს მოხდება ადრე თუ გვიან, უმჯობესია მოხდეს ადრე" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს. ის ამჯერადაც იმეორებს დეზინფორმაციას და ამბობს იმასაც, რომ "არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს".
გამართლდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. რეალურად არავითარი ლოგიკა არ იდგა ამ ცაიტნოტის უკან. უპრეცენდენტო იყო თავისთავად ეს 6-თვიანი ცაიტნოტი. არცერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ არ ყოფილა დადგენილი არასდროს. ვგულისხმობ კანდაიდატ, პოტენციურ კანდიდატ ან ასოცირებულ ქვეყნებს. ჩვენთვის გაუგებარი იყო რატომ იყო 6-თვიანი ვადის დადგენის საჭიროება. დღეს გადაიაზრა, როგორც ჩანს ევროკავშირმა, ევროკომისიამ, ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს.
კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ერთ რამეს. კანდიდატის სტატუსი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკურად ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა ერთი რამ არის აქ საინტერესო, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს.
[...]
ჯერ ერთი, არაფერი არ დაგვიკარგავს. ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან. უმჯობესია მოხდეს ადრე და საუბარია 2023 წელზე, როდესაც ევროკავშირი ხელახლა გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას, - ამბობს კობახიძე.