ვინიცას დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, რუსულ რაკეტებს 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, აგრესორმა რუსეთმა რაკეტები დღეს ვინიცაში, საცხოვრებელ უბანში ჩამოყარა. თავდაპირველი მონაცემებით, დაღუპული იყო 8 ადამიანი. არიან დაჭრილებიც.