ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული პროცესი მოსამართლეებისთვის შესაძლებლობაა იმის სადემონსტრაციოდ, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიზება შეჩერებულია.
როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტარები შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის ქმედებები და იმ მდგომარეობით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი.
"ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წევრობისკენ. სამწუხაროდ, როდესაც რამდენიმე თვის წინ ნიკა გვარამია დაიჭირეს, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა შეგნებულად კლავს ქვეყნის ევროპულ მომავალს. ახლა, როდესაც საქმე უფრო მაღალ ინსტანციაში განიხილება, ეს არის შესაძლებლობა მოსამართლეებისთვის. მათ უნდა აჩვენონ, რომ საქართველო ცდილობს გამოსვლას იმ მოცემულობიდან, როცა ქვეყნის ხელისუფლება მიტაცებულია ერთი ოლიგარქის მიერ. ეს არის შესაძლებლობა, მოხდეს დემონსტრირება, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება საქართველოში შეჩერებულია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებსაც ჯერ კიდევ შემორჩათ ევროპული ღირებულებები. მჯერა, რომ ამის მიღწევა საქართველოში შესაძლებელია", - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 19 ივლისს ჩაინიშნა.
ასევე იხილეთ: