ყველა შეხვედრიდან დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ობიექტურად და რეალისტურად აღიქვამენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ნიკას საქმეს - აცხადებს იურისტი თამთა მურადაშვილი, რომელიც ბრიუსელში, ნიკა გვარამიას მეუღლესთან ერთად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა და ევროდეპუტატებს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლტიკურად მოტივირებულ პატიმრობაზე:
"ყველა ერთხმად აფასებს ნიკას საქმეს, როგორც პოლიტიკურს და რომ განხორციელდა პოლიტიკური და არა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. აღსანიშნავია, ის, რომ თავად ევროპელების შეფასებითაც ნიკას დაპატიმრება, თან კონკრეტულ, შერჩეულ დროს, იყო მათთვისაც გასაკვირი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად გადაკვეთა წითელი ხაზი. ასეთ გადაწყვეტილებას არ ელოდნენ ისინი ქართლი ოცნებისგან" თქვა თამთა მურადაშვილმა ვიზიტის შეჯამებისას.
მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები იმედოვნებენ, რომ სააპელაციო ინსტანციაზე, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც საქართველოს ევროპული გზისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას სააპელაციო საქმის განხილვა 19 ივლისს ჩაინიშნა.
ამავე თემაზე: