საელჩოები ყურადღებით დააკვირდებიან ნიკა გვარამიას საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში - იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

"ევროპული ინსტიტუტები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი შემოიტანა", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "პოლიტიზებული მართლმსაჯულება" საქართველოსთან დაკავშირებულ ბევრ დოკუმენტშია ნახსენები, ეს კი კანდიდატობისა და მით უმეტეს წევრობის გზაზე, ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი დაბრკოლებაა.

ევროპარლამენტარმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ იმედი აქვს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.  

"ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და შეიცვალოს. გასულ წელს მართლმსაჯულება კიდევ უფრო პოლიტიზებული გახდა საქართველოში და ასეთ ვითარებაში ქვეყანაში დემოკრატიაზე საუბარი შეუძლებელია. ნიკა გვარამიას საქმეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გვაჩვენებს, რომ საკითხი ჟურნალისტებისა და მედიის თავისუფლებასაც ეხება. ევროკავშირის ორი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი მედია. ამიტომ, ჩვენ შეშფოთებული ვართ იმის გამო, რაც ხდება საქართველოში.

ვფიქრობ, რომ იმ ხალხის პასუხისმგებლობა, ვინც მართლმსაჯულების სისტემის ნაწილია, იქნება ეს მოსამართლე თუ პროკურორი, ძალიან მნიშვნელოვანია. სისტემა ხალხისგან შედგება, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა საელჩო, იქნება ეს ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები თუ ამერიკა, ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან ნიკა გვარამიას საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში მომდევნო კვირას. მჯერა, რომ ქართველ მოსამართლეებს აქვთ პასუხისმგებლობა, მათ უნდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ამიტომ, ისინი უარს იტყვიან პოლიტიკური პროცესების ნაწილი გახდნენ. ეს ჩემი, როგორც საქართველოს კარგი მეგობრის იმედია", - თქვა რასა იუკნევიჩიენემ.

ამავე თემაზე:

"ეს შესაძლებლობაა [სააპელაციოს] მოსამართლეებისთვის, რომლებსაც ევროპული ღირებულებები ჯერ კიდევ შემორჩათ" | კუბილიუსი ნიკა გვარამიას პროცესზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი