ვინიცა საკრუიზო რაკეტებით, შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან დაბომბეს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

ვინიცაზე კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებით მიიტანეს იერიში შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან - განცხადება ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა დღევანდელ დაბომბვაზე საუბრისას გააკეთა. 

 იური იგნატის თქმით, დღეს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვის ზონიდან, წყალქვეშა ნავიდან კალიბრის საკრუიზო რაკეტებით დაარტყეს ვინიცას ცენტრს.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ორი რაკეტა გაანადგურეს.

აგრესორმა რუსეთმა ვინიცაზე სარაკეტო იერიში დღეს მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა შორის ბავშვიცაა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი